ბონდო მუმლაძე

ბურთი შეებრალა

ცრემლმორეულ კოტეს ფეხები გაებოჯგინებინა და დედას მაღაზიიდან აღარ მიჰყვებოდა.

- ბურთი, ბურთი! - გაიძახოდა ხმამაღლა.

- არ გრცხვენია, ამხელა ბიჭი ბურთისათვის ტირი, - უსაყვედურა ძია თედომ, - რასაც მაღაზიაში დაინახავ, ყველაფერს ხომ ვერ გიყიდიან!?

- ბურთი მეცოდება, ხტომა-თამაში უნდა, ძია გამყიდველი კი გარეთ არ უშვებს! - სლუკუნით უპასუხა კოტემ და ცრემლები პატარა მუჭით ამოიმშრალა.