საზოგადოდ იმერეთში და კერძოდ ლეჩხუმისკენ ბევრი მოიპოვებოდა მისთანა კაციცა და ქალიც, რომ ქართულის მეტი არა იცოდა რა, მაგრამ კარგად კი იყო გონებაგახსნილი და განვითარებული. აკაკის ძალიან მოსწონდა ისინი და უპირატესობასაც აძლევდა იმ პირებზე, რომელთაც წარა-მარა ტიტინი უსწავლიათ უცხო ენაზე და მით დაუმთავრებიათ თავისი განათლება. ამხანაგებმა უსაყვედურეს ერთხელ აკაკის, შინ გაზრდილები რომ მოგწონს და ნასწავლებს არად აგდებ, რად შვრები მაგასა?
- მაგის პასუხს ამ საღამოს მობრძანდით ჩემსა და მოგახსენებ, - მიუგო მან.
საღამოს მართლა ესტუმრენ ამხანაგები. მასპინძელმა მიიწვია ისინი ოთახში, სადაც მამა-პაპურად გახურებულ ბუხარს გუგუნი გაჰქონდა. ოთახში სითბოც კარგი იდგა და სინათლეც იყო, მაგრამ სანთელი კი არსად ნთებულა. „ეს უსანთლობა რა არის?“ იკითხა ერთმა. „სანთელი თუ გნებავს, სხვა ოთახში მიბრძანდითო!“ - უპასუხა მასპინძელმა და შეიყვანა სტუმრები მეორე ოთახში. აქ ბუხარი გაცივებული იყო და მხოლოდ სადღაც კუთხეში სანთელი ბჟუტავდა. აღარც სინათლე იყო და აღარც სითბო. დასხდნენ იქ სტუმრები, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, სიცივემ რომ გაუჭირათ, იკითხეს, არ აჯობებს, რომ ეს სანთელიც იმ თბილ ოთახში გავიტანოთ და ჩვენც იქ გავიდეთო? - „რასაკვირველიაო“ - დაეთანხმა მასპინძელი. გავიდნენ და გაიტანეს სანთელიც. პირველ ოთახს სანთელიც რომ მიემატა, ერთი-ორად უფრო განათლდა და აქათქათდა. მაშინ მიუბრუნდა მასპინძელი სტუმრებს და უთხრა: „აი, ყმაწვილებო, ხომ ხედავთ? ამ ოთახში, სადაც კარგი მამა-პაპური ბუხარი ანთებული იყო, სითბოც კარგი დაგიხვდათ და სინათლეც ცოტაოდენი; იმ უცხო ოთახში რომ შეგიყვანეთ, სადაც კერა გაცივებული იყო, იქ აღარც სითბო იყო და სანთელიც ობლად, საცოდავად ბჟუტავდა, სანამ ისევ აქ, ამ ოთახში არ გამოვიტანეთ და ბუხრის სინათლეს მისიც არ მივუმატეო. მე რომ შინ გაზრდილი კაცები მომწონს, ისინი მამა-პაპურად არიან გაზრდილი და განვითარებული, იციან კარგად დედაენა და სამშობლოც ყოველგვარად შესწავლილი აქვთ, იმათ სიახლოვეს მე სითბოსაც ვგრძნობ და სინათლესაც ვხედავ. თქვენ რომ ნასწავლებზე მითითებთ, ისინი კი იმ უცხო ოთახში მბჟუტავ სანთელსა ჰგვანან, სადაც აღარც სითბოა და აღარც სინათლე. მშობლიურ ნიადაგზე თუ არა დგას კაცი, მისი შუქი ბევრს ვერც გაანათებს და ვერც ვერავის გაათბობსო“.
აკაკის ერთხელ თემობაში ჯიბგირი მიეპარა და ჩუმად ხელი ჩაუყო ჯიბეში, სადაც ნაწერი ქაღალდების მეტი არა იყო-რა. პოლიციელმა თურმე შენიშნა და წაავლო ხელი ჯიბგირს. მწერალმა რომ დამფრთხალი და შეშინებული ქურდი დაინახა, შეებრალა, მიუბრუნდა და სიცილით უთხრა: „შე კაცო, აკი ერთხელაც გითხარი, მაგას ნუ შვრები-მეთქი! რად იცი ხოლმე ჩემ ჯიბეში ხელის ჩაყოფა? ხელნაწერი რომ არ წაიკითხო, არ იქნებაო? როცა დაიბეჭდება, მაშინაც მოესწრები სხვებთან ერთად წაკითხვასაო!“ პოლიციელმა რომ ეს გაიგონა, იფიქრა, ალბათ ვინმე კარგი შეხუმრებული ნაცნობი ყოფილაო, ბოდიში მოიხადა და გაუშვა ჯიბგირი. რამდენიმე წლის შემდეგ მწერალს წერილი მოუვიდა: „დიდი ხანია, რაც კი რამ დაბეჭდილა თქვენი და ან იბეჭდება, ყველასა ვკითხულობ. თქვენ რომ პირველად გნახეთ, იმ დღიდანვე მე ხელი ავიღე ჩემ პირვანდელ ხელობაზე, შევისწავლე წიგნების კინძვა, მეყდე გახლავარ და, თუ ინებებთ, წიგნებს ნახევარ ფასად შეგიკრავთ.
თქვენი მოსამსახურე გ. სან-ძე“.
- როგორ არაო, - მიუგო აკაკიმ, ჩვენში აზარფეშა ლოთობის ემბლემაა და ვერძი კი იმას ნიშნავს, რომ ბერძნებმა დიდძალი ფული გაიტანეს ჩვენი ქვეყნიდანო.
- ვხედავ, რომ ძველებურს ჩვეულებას წესს უგებთ, ზარს ამბობთ: თქვენ ჭირისუფლებათა სხედხართ და ამ აღაპში* მე რა მომალხენსო.
- არ გიკვირს, რომ კანი არ სძვრება ამ ძეხვსა?
- ეგ არ მიკვირს, - მიუგო იქ მყოფმა აკაკიმ. - ის კი გასაკვირველია, რომ ადვოკატი ხარ და ტყავის გაძრობას ვერ ახერხებ.
- როგორ იმგზავრე? ღამე როგორ გაატარე?
- რა უნდა გითხრა, ძმაო, დღე შენმა ცხენმა დამტანჯა და ღამე - ლექსებმა, - მიუგო პოეტმა.
- ნეტავი თქვენ გასწორდებოდეთ და ვინ ოხერი ან ლოდს დაიშურებს თქვენთვისაო, - მიაძახა აკაკიმ.
- ძია, ამ კოვზს რა აწერია?
აკაკიმ კოვზი ჩამოართვა და ვითომ წაიკითხა:
„თუ არ ჭამე ვერმიშელი,
გაგლახავენ, ვერ გიშველიო“.
- თუ ღმერთი გწამს, ძებნას ნუ დაუწყებთ... დაიკარგოს, - მიუგო აკაკიმ. - ეს ძველი წელიწადი, მთელი თორმეტი თვე, უბედური იყო ჩემთვის!.. ახლა, ეტყობა, ჩემ ცხენზე შემჯდარა და ისე მიდის. ნუ გამოუდგები. აღარც მისი დაბრუნება მინდა და აღარც ჩემი ცხენიო.
- ბატონო, ერი კი აღარა გყავს, ჩამოგართვეს და ცარიელა თავი გინდ იყოს და გინდ არაო.
- მეც ვხედავ, რომ სტყუიანო - მიუგო მან. - მთელი ქვეყანა, ერი და ბერი, სულ იმას იძახის შენზე, უცხვირპიროაო და შენ კი, რომ უნდა, იმაზედაც მეტი გქონია ორივე.
ეტლი გაჩერდა. გამოთხოვებისას ცრუ მგზავრმა უთხრა აკაკის:
- თქვენ ჩემი ვინაობა გაიგეთ, არ შეიძლება ვიცოდე, თქვენ ვინღა ბრძანდებით?
- დღევანდლამდე აკაკი ვიყავი და დღეის შემდეგ არ ვიცი ვინა ვარო, - უპასუხა აკაკიმ.
- რა აზრისა ხართ, პატივცემულო აკაკი, ახალგაზრდა მგოსნებზე?
- რა გითხრათ, - მიუგო აკაკიმ, - სტუდენტობის დროს ერთი პროფესორი გვყავდა: დიდი განათლებული კაციაო ამბობდნენ, მაგრამ ჩვენ, სტუდენტები, მისი წაკითხულიდან ვერას ვგებულობდით. ეგევე ითქმის ზოგიერთ ახალგაზრდა მგოსანზე: შესაძლებელია ძალიან კარგებიც იყვნენ, მაგრამ ერთი ნაკლი აქვთ: როგორც მე, აგრეთვე ხალხს არა გაეგება-რა მათი.
გამოყენებული ლიტერატურა:
აკაკი, ნაკვესები
„ლიტერატურული გაზეთის“ გამომცემლობა
თბილისი, 1960
*ნაკვესები -
მოსწრებული სიტყვები, თქმები.
*აზარფეშა - ვერცხლის ხელიანი
სასმისი.
*აღაპი -
ქელეხი.
*აბაზი -
ოცი კაპიკი
*თუმანი -
ათი მანეთი