ხალხური

დღეს თუმც ტყულის დღე არი

დღეს თუმც ტყულის დღე არი,
მე სიმართლის თქმა მწყურისა,
კაის სიტყვის თქმა მწადიან,
დამგდე ვინ არის ყურისა?!
ესე ქვეყანა ლომ-ვეფხვთა
გახდა საჭმელი ტურისა,
სუყველა შადგა კაცადა,
ჭამა ვინც იცის პურისა...
უბანში გაბატონება,
ყველა ჭკვა დაფანტულისა.
კაი სიტყვის თქმა ხფერავდა,
ღირს გავხდი საყვედურისა.
თაოდ წუნდებულთ დაიწყეს
სხვათად დადება წუნისა,
ზურგზედა ენებ აისხეს,
აზრი გამოთქვეს გულისა.