ხალხური

შავეთსა ჰკითხეს მოყმესა

შავეთსა ჰკითხეს მოყმესა;
- შენ ქონებისა რა გერგო?
- ნეტავი ჩემი ბედი-დღე
მე სიცოცხლეშივ გამეგო!..
ის ჩემი ციხე-დარბაზი
შუა შარაზე ამეგო,
მშივრისად პური მეჭმია,
გაყინულ ცეცხლთან გამეთბო,
სიტყვა არვისთვის მეწყინა,
სულყველას გული მომეგო,
რაც მეშოვნა და მეპოვნა,
სულ გლახაკებზედ გარდმეგდო!..
ამთენის ცოდვის მოქმედსა
სული მით მაინც მამეგო!..