ხალხური

იავნანა

იავ, ნანა, ვარდო, ნანა,
იავნანინაო,
დაიძინე, გენაცვალე,
იავნანინაო,
ჯერ არ გათენებულაო,
იავნანინაო,
ვარსკვლავები ამოსულა,
იავნანინაო,
მთვარე შეშინებულაო,
იავნანინაო,
მანანოები მოდიან,
იავნანინაო,
ძილი მოაქვთ გუდითაო,
იავნანინაო,
ამას ჩემს ყმაწვილს მივუტან,
იავნანინაო,
თვალებს გავუვსებ ძილითა,
იავნანინაო.