ხალხური
პირმა დაგლოცასთ ღვთისამაპირმა დაგლოცასთ ღვთისამა,
ნაწილმა ბარძიმისამან,
ქალაქჩი სიონისამა
დარეკამ ზარებისამან.
მცხეთაჩი სვეტიცხოველმა,
გადმომცქერალმა მტკვრისამან,
ლომისამ თორმეწამემა,
პატრონმან არაგვისამან,
მა კობის წმინდა გივარგიმ,
პატრონმა დიდის მთისამან,
მა ბერმა წმინდა სამებამ,
პატრონმა ხმელეთისამან,
ივანე ნათლისმცემელმან,
პატრონმა ბალღებისამან,
მა ბახტრის წმინდა გივარგიმ,
პატრონმა მგზავრებისამან.