დედის გულივით ალალ-მართალი
(შემოკლებით)
თბილისის ყველა
გზა და ბილიკი
ხალხით სავსეა
ზაფხულ-ზამთარი.
დედის გულსა ჰგავს
ჩვენი თბილისი,
დედის გულივით
ალალ-მართალი.გზატკეცილები,
ლიანდაგები,
კარგი დარია
თუ ავდარია,
როგორც გულისკენ
სისხლის ძარღვები,
თბილისისაკენ
მოიჩქარიან.ის, როგორც გული
მზრუნველი მშობლის,
გრძნობს თვისთა
შვილთა
წუხილს და ლხენას,
გრძნობს საქართველოს
ქალაქის, სოფლის
პირველ სიხარულს
და აღმაფრენას.ხარობს,
როდესაც
შირაქში ბეღლებს
უხვი მოსავლით
მკერდი ევსებათ.
ის გუთნისდედას
თუ ღამის მეხრეს
შორიდან
ტკბილად ეალერსება.გრძნობს, როგორ იცავს
მებრძოლი საზღვრებს
მიუვალ მთებში,
სამშობლოს კართან,
როგორ დააბერტყს
ნარინჯის ბაღებს
ცა ვარსკვლავებით
ავსებულ კალთას.გრძნობს, საქართველოს,
მზეში რომ ბრწყინავს,
მტერი ოქროს ვერძს
ვეღარ მოსტაცებს.
მზით დაოქროვილ
შავი ზღვის პირად
აქებს,
ამხნევებს
შრომის ოსტატებს.მთაგრეხილებით,
ბაღჩა-ბაღებით,
კარგი დარია
თუ ავდარია,
როგორც გულისკენ
სისხლის ძარღვები,
გზები
თბილისში მოიჩქარიან.თბილისისაკენ
მოიმღერიან,
ყველა ბილიკით
თბილისს ერთვიან...
თუმც ქალაქები
ბევრზე ბევრია,
დედათბილისი
ერთადერთია.აი, რად გვიყვარს
მისი ჩრდილიც კი,
აი, ასეთი
ტკბილი რად არის.
დედის გულსა ჰგავს
ჩვენი თბილისი,
დედის გულივით
ალალ-მართალი.1950