სიმღერა თბილისზე
დავალ მუდამ მოხიბლული
შენი თილისმით,
ვეძებე და ვერსად ვპოვე
მე სხვა თბილისი.მოვიარე შორი გზები,
სად არ მაწვიმდა,
ვეძებე და ვერსად ვპოვე
მე სხვა მთაწმინდა.რაგინდ ფიქრმა გული მძიმედ
გადამინისლოს -
მომაგებებ მზეს და იმედს,
ჩემო თბილისო.რომ დაგტოვო ერთი დღითაც,
მომენატრები.
სულში მუდამ შრიალებენ
შენი ჭადრები.