მუხრან მაჭავარიანი
* * *მე არა ერთხელ გამიგონია
ნატვრა მიწაზე, -
სულ ერთ მტკაველზე:
- ახლა თბილისში გამარონია
და მერე მომკლა –
აღარ დავეძებ!რამ დაგამგვანა ასე ანდამატს?! –
რაშია საქმე, მართლა და მართლა?! –
ან შენ ასეთი რა ხარ,
ანდა მას, ვინც შენა გნატრობს, -
რა დაემართა?!არ იოცნებო - არა მგონია –
მტკვარზე, ვერაზე…
და რუსთაველზე…
- ახლა თბილისში გამარონია
და მერე მომკლა –
აღარ დავეძებ!