პოემიდან |
ვეფხისტყაოსანი |
რა უარეა მამაცსა
ომშიგან პირის მხმეჭელსა,
შემდრკალსა, შეშინებულსა
და სიკვდილისა მეჭველსა!
კაცი ჯაბანი რითა სჯობს
დიაცსა ქსლისა მბეჭველსა?
სჯობს სახელისა მოხვეჭა
ყოველსა მოსახვეჭელსა.ვერ დაიჭირავს სიკვდილსა
გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს,
სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან
ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა
სიკვდილი სახელოვანი!