ვედრება
დედამ სიცოცხლე მაჩუქა,
მამამ სამშობლო - მამული,
ხალხმა ანბანი - გალობა,
ენა ლამაზი ქართული.
პოემა „ვეფხისტყაოსნის“
რუსთველის მიერ აქ თქმული,
ჯვარი და სარწმუნოება
ღმერთკაცის ქრისტიანული,
უფალო, შენ დაიფარე
ჩემი სამშობლო ტანჯული,
ოღონდაც გადამირჩინე
ენა, რწმენა და მამული!