სვეტიცხოვლის ეზოში
ცა იმახსოვრებს შორეულ კოცონს
და გარდასული დღეების სევდას;
ვინც საქართველოს
წარსულით ცოცხლობს,
ის საქართველოს მომავალს ხედავს.ისმის ტკივილი წაქცეულ გულთა
და გაბზარული თაღების ელდა;
ვინც საქართველოს
წარსულით სუნთქავს,
ის საქართველოს მომავალს ხედავს.კვლავ გათენდება ზღაპრული დილა,
კვლავ იელვარებს ბებერი კითხვა...
თუ საქართველო
ძილშიაც გტკივა,
იცოცხლებ, დიდხანს, ძალიან დიდხანს.