საქართველო
ყველა სთვლიდა მომაკვდავად,
უმზადებდნენ ბნელს სამარეს
და იყოფდნენ უსირცხვილოდ
მის მშვენიერს არე-მარეს;ის კი თურმე ძალს იკრებდა
და, ჰა, ფეხზე კვლავ დამდგარი,
იბრძვის თავისუფლებისთვის,
ისევ ისე მხნე, მედგარი!ქართლ-კახეთი, იმერეთი,
გურია და სამეგრელო,
დაქსაქსული, დაყოფილი,
დღეს კვლავ ერთი საქართველო,ერთ მიზნისკენ მიისწრაფვის,
ერთის გრძნობით გამსჭვალული,
თითქო ცეცხლით და მახვილით
ერთ ემბაზში მონათლული,და ვით მთიდან გადმოხეთქილ
ზვავის საზარს ძლიერებას,
წინ ვეღარა დაუდგება
ამ საერთო მისწრაფებას!..1906წ.