გივი ძნელაძე

სამშობლო

- ეჰა, სამშობლოვ! სიცოცხლე ჩემი
და სიამაყე შენა ხარ სრული;
და შემიძლია შენი გულისთვის
დაუნანებლად დავლიო სული...
- მერე ეს მთები?
მერე ეს ზვრები?
მერე ეს ქუჩა?
მერე ეს მთვარე?
მერე ეს ბიჭი?
- მერე ამ ბიჭის
იქნება ჩემი სამშობლო მხარე.
მაშინ ეს ცელქი, შავტუხა ბიჭი
იქნება შენთვის მზრუნველი კაცი;
უფრო თუ არა, ჩემსავით მაინც
ეცოდინება სამშობლოს ფასი.