მოვუაროთ საქართველოს!

პატარებო, ყური მიგდეთ,
სანამ უცხოს მოივლიდეთ,
ჯერ მამული უნდა ნახოთ,
მისი ტყე და მისი ახო,
მისი მთა და ლილოჭრილო,
მზეზე ცვარი მოციმციმე.
ნაბიჯ-ნაბიჯ მოიხილოთ,
კუთხე-კუნჭულ, ამერ-იმერ...
გულის ძარღვი მოუნახოთ
დედა ენას, ზღაპრულ ჰანგებს,
მერე კრძალვით მიეახლოთ
ტაძრებსა და ფოლიანტებს.
ცისქვეშეთში, უფლის ნებით,
ყველა თავის წილხვედრს იცავს,
ჩვენ ღვთისმშობლის წილი გვერგო,
მოვუაროთ ამ საფიცარს!