მერე რაა, რომ საქართველოა
მერე რაა, რომ საქართველოა
და კიდევ არსად - სხვა საქართველო? -
სიავე იქცა აქაც ხელობად,
ლამის ერთურთი აქაც გათქერონ!..როგორ მოხშირდა უცხო ნადური,
როგორ სანსალებს ენა სხვათანი!..
ჩვენ კი მრისხანედ მუშტშემართულნი,
სხვა საქართველო, - ვყვირით,
სად არი?!მერე რაა, რომ საქართველოა? -
აკი იქედნე დაძრწის ბაღნარშიც?!
იყავი თუნდაც დავით მეოთხე, -
საშველს არ მოგცემს ლანდი ბაღვაშის...გაუტანლობის შავი ლაქები,
სავარდოში რომ ჯაგნარს შემოშლის, -
სწორედ ეს არის სხვა საქართველო
აქვე, სრულიად საქართველოში!..შაჰსაც წამოსცდა ერთი სიმართლე,
მიხვდა ქართლისთვის კუბოს გამთლელი:
ვერარა მტერი ვერ ძლევსო ქართველს,
რომ არ მტრობდესო თვითონ ქართველი!..მერე რაა, რომ საქართველოა -
დიდგორის გმირი და ნადიმარი? -
გაივლის დრო და ჩაისახება
ყორღანაშვილი და შადიმანი!..ახლაც მკერდს მინგრევს
ბოღმა იმ დღისა,
ახლაც სირცხვილით მიხურს
ყვრიმალი:
ზედ ბაზალეთთან ძმათა სისხლის ღვრას
აკი მიაძღნენ სვავნი მყივარნი?!მერე რაა, რომ საქართველოა,
მხარე თავდგმული შოთას წინითა? -
ციხეს ვერ ნახავ, - იმერ-ამერში,
არ გაეტეხოს თვისტომს შიგნიდან...მერე რაა, რომ საქართველოა, -
გაიშლი გზისპირს სუფრას ნელიად
და უცებ ჩრდილი თავს წაგადგება,
აიხედავ და... კუჭატნელია!..მერე რაა, რომ საქართველოა? -
სისხლის ცრემლი სწვავს ყელში გაჩრილი! -
ჩაგისაფრდება სადღაც სიგლახე,
ვით წიწამურთან - ბერბიჭაშვილი!..... რა გამოლევსო, თქმულა,
მჯობთა მჯობს,
ის მჯობთა მჯობიც გამოლეულა!..
მერე რაა, რომ საქართველოა! -
ბედმა უკუღმა გაიმარტვილა...
სულ რომ არ იყოს, ალბათ
სიკვდილსაც
იწვევდა კაცი უფრო ადვილად!..მაგრამ არის და, სწორედ ამიტომ
თავს ახვევია ყორანთ გუნდები...
საქართველოში მთელი სიცოცხლე
საქართველოსთვის ბრძოლას ვუნდებით!..