ალექსანდრე ყაზბეგი

სამშობლოვ

სამშობლოვ, შენი ნაშობი
შენს წინ დავიხრი ქედსაო,
შეთვის სიცოცხლეს ვინატრებ,
შევებრძოლები ბედსაო.

შენს სადიდებლად კერაზედ
მსხვერპლად დავურთობ გულსაო,
შენივ ალერსი ახარებს
შეთვისვე დადაგულსაო.

თუმცა ამ დღეში მყოფელი
ვერ შევაქებდი ბედსაო,
რა მაფიქრებდა, სიცოცხლე
მბრძანებლად შემყრის ხელსაო.