გიორგი ქუჩიშვილი

ბავშვებს

მოგესალმებით,
ბავშვებო,
ჩემო ღაბუა ჩიტებო,
ყვავილნო გაზაფხულისა,
ძვირფასო მარგალიტებო!

იჟრიამულეთ,
იხარეთ
გულითა მხიარულითა,
დალაღდით დედის ალერსით
და მამის სიყვარულითა!