მამული
არ ვიცი, ამას რა ჰქვია,
როცა მთაწმინდა აქვე,
როცა აქვეა მტკვარი...ახლავე მივდგებ-მოვდგები,
მაცალე, ვიდრე მოვკვდები,
გადაგიხადო ვალი.არ ვიცი, ამას რა ჰქვია,
როცა არაგვი აქვეა,
როცა აქვეა ჯვარი...ახლავე მივდგებ-მოვდგები,
მაცალე, ვიდრე მოვკვდები,
გადაგიხადო ვალი.