თინიკო და მზე

დილით ადრე იღვიძებენ
თინიკო და მზე.
თინიკო რომ ხელ-პირს იბანს,
ხელ-პირს იბანს მზეც.
თინიკო რომ თმას ივარცხნის,
თმას ივარცხნის მზეც.
თინიკო რომ ისაუზმებს,
ისაუზმებს მზეც.
სკოლაში რომ მიდის თინა,
მზეც უმშვენებს გვერდს.
მაგრამ აი „დედაენა“
ჯერ არა აქვს მზეს!