მეც ხომ უკვე მოწაფე ვარ
პაწიას რომ მეძახოდით,
აღარა ვარ პაწია,
მეც ხომ უკვე მოწაფე ვარ,
მეც ხომ ფორმა მაცვია...სკოლაში სულ ადრე მივალ,
მკვირცხლი, დაუზარელი,
იქ დილ-დილით ბავშვებივით
ტიტინებენ ზარები.იქ ტოლებით აივსება
სკოლის გრძელი მერხები,
იქ ჩემს აღმზრდელ მასწავლებელს
წიგნით ხელში შევხვდები.რა ლურჯთვალა დილა არის,
რა საამო დარია...
განი, ბიჭო... მეც სკოლაში
მივალ, მიმიხარია!