ელენე დიდიმამიშვილი

ჩემი მასწავლებელი

მასზე უკეთესი
არვინ არ მგონია, -
მისი ერთი სიტყვაც,
ჩემთვის კანონია.
გულში ჩამიღვარა
ლექსი რუსთაველის,
ტრფობა საქარტველოს
ტურფა მთა და ველის!
მასზე უფრო მეტად
არვინ მყვარებია,
მუდამ სხივნათელი,
სათნო თვალები აქვს.
იმის გამოხედვას
სულში სხვა წილი აქვს;
ის ხომ ჩემი წლების
დიდი ნაწილია.
ვიტყვი, დროთა ჯირითს
ძალა არ ჰქონია,
ახლაც, მისი სიტყვა
ჩემთვის კანონია.