სულ მშვიდ გზებზე გევლოთ
მზე მთის წვერზე ფერად-ფერობს,
ცამოშალა დალალი,
გამარჯობა, სექტემბერო,
სექტემბერო, სალამი!როგორ შვენის მიწას ქართულს
შემოდგომის ლივლივი,
ვარდ-ყვავილთა დარია თუ
შუქი თქვენი ღიმილის.თქვენი სულის ოქროყანა
სამომავლოდ ბრწყინდება,
მამულს სწორედ თქვენისთანა
ქალ-ვაჟები ჭირდება.დედაენა იყოს თქვენი
სულის თანაზიარი,
ეს ახალი საუკუნე
გიხმობს ზარის წკრიალით.თქვენი ცის და თქვენი მიწის
სიყვარული ისწავლეთ,
მშობელ დედას და სამშობლოს
ერთი გულით ფიცავდეთ.ჩემი თავი შემოგევლოთ,
მეტი ვინ დაიჩემოს,
სულ მშვიდობის გზებზე გევლოთ,
გოგონებო, ბიჭებო!მზე მთის წვერზე ფერად-ფერობს,
ცამოშალა დალალი,
გამარჯობა, სექტემბერო,
სექტემბერო, სალამი!