იროდიონ ევდოშვილი

ჰერი, ჰერი!

მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა,
დილა არის მშვენიერი,
აბა, ბიჭო, ტანთ ჩავიცვათ
და სკოლისკენ ჰერი! ჰერი!
სამუშაოდ ეშურება
დიდ-პატარა, ფრინველ-მწერი,
აბა, მარდად ჩვენც წიგნებით
სკოლისაკენ ჰერი! ჰერი!