ხალხური

მკვეხარა

აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ
და იქით გორას ძვრას ვუზამ;
ადიდებულსა მდინარეს
დავაყენებ და ყლაპს ვუზამ;
ას ლიტრა რკინას დავღეჭავ
კევივითა და ყლაპს ვუზამ.