ხალხური

მამულის სიყვარული

ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს
მამული, თავის ერია,
არ შედრკეს, თუნდაც ბუზივით
ეხვიოს თავზე მტერია,
არ გადიწყვიტოს იმედი,
არ შეიცვალოს ფერია
თორემ დაგმობს და დასწყევლის
მოძმე, ბერი და ერია.