ციცა და პიცა
კუმ დააცხო პიცა,
დაპატიჟა ციცა.
ციცას ჰყავდა კნუტი,
ექვსი, განა ხუთი?!
კნუტებს ჰყავდათ ძიძა,
ძიძას ჰყავდა ბიძა,
ბიძას ჰყავდა ცოლი,
ცოლს - მამიდა, ორი.
იმ მამიდებს დობილები,
ჯიპებით და მობილებით.
დაურეკეს მეგობრებს,
კლასელებს და მეზობლებს.
შეიყარნენ რუსთან,
აგარაკზე კუსთან.
აღარ შეხვდა ციცას
კუს დამცხვარი პიცა.
-კუმ რაღა ქნა?- ციცას
რეცეპტიღა მისცა.