ჯანსუღ ნიქაბაძე

თოჯინების თეატრში

შეიკრიბა სცენაზე
ცხოველების ჯარი,
სურთ გაიგონ, ყველაზე
ძლერი ვინ არი.

ზრდილად, ამხანაგურად,
წამოიწყო თაგუნამ:
- სულ არა ვარ ენამზე,
როდი ვამბობ ახალს,
უძლეველი ყველაზე
ფისუნია გახლავთ!

მაგრამ ფისო-ფისუნამ
მოსმენაც არ ისურვა.
- აღარც მე ვარ ენამზე,
არც მე გეტყვით ახალს,
უძლეველი ყველაზე
მურიკელა გახლავთ.

მურიამ თქვა:
- გავიგოთ,
სულ არ არის ძნელი,
ჩემი აზრით, ყველაზე
ძლიერია მგელი!

მგელმა სიტყვის სათქმელად
აიწია თათი:
- უძლეველი ყველაზე
არის ძია დათვი.

ადუდღუნდა დათუნა:
- ასეთი რამ სად თქმულა!
ყველამ იცის, ყველასთვის
ვარ სიკეთის მდომი,
მაგრამ ნუ გავიწყდებათ,
ქვეყნად არის ლომი!

იქვე ახლოს სიცილით
იჭაჭება მელია:
- სულელები! შეხედეთ,
საქმე შემოელიათ?!
ვისაც ვისი შიში აქვს,
ალბათ გამოიცანით: -
მისთვის ქვეყნად ყველაზე
ღონიერი ის არი.