ტარიელ ჭანტურია

დედისერთას ჩივილი

ჩვენი მაკა-მაიკო
არის ლაშას დაიკო;
ამირანი-ამიკო
არის ეკას ძამიკო.
მე კი ჩემმა დედიკომ
რომ იცოდეთ, რა მიყო:
არც დაიკო მიყიდა,
არც პაწია ძამიკო!..