ნაზი თარგამაძე

მე გადამარქვან მტირალა

გუშინ მიყიდა დედიკომ
პატარა ბიჭი ბაია,
მე კი დაიკო მინდოდა,
სულ ჩემი ბებოს ბრალია.

ტიროდა, ვერ გავაჩუმეთ,
მეც კი ვეფერე ძამიკოს,
ვუმღერე, ლექსიც ვუთხარი,
მან ვერაფერი გაიგო.

მამამ მამუკა დაარქვა,
ბებოს უნდოდა გოგია,
მე გადამარქვან მტირალა,
იმას დაარქვან ჯობია.