ნაზი თარგამაძე

ძილი არ მიჭამია

დამცინიან,
ყველა გასწრებს
გაღვიძებას დილითო,
რად ხარ ასე ძილისგუდა,
რომ ვერ ძღები ძილითო.

ძილით
როგორ უნდა გავძღე,
მიკვირს, მიკვირს ძალიან,
არასოდეს, არასოდეს,
ძილი არ მიჭამია.