არსად გაქცეულა ჩვენი ჩაიდანი
სტუმრად იყო ჩვენთან დალი,
ჩემზე დიდი გოგო.
დედა, დედა, ჩვენთან თავი
შეირცხვინა როგორ.ჩემმა ბებომ სთხოვა: -ნახე
თუ დუღს ჩაი, დალი?!
დალიმ უთხრა: დუღს კი არა
გარბის ჩაიდანი.გამიკვირდა, იცრუა და
არ კი შერცხვა დალის,
ჩაიდანი ცეცხლზე იდგა,
ვნახე ჩემი თვალით.ფუხფუხებდა და თავსახურს
აცეკვებდა მგონი,
გრძელ ცხვირიდან ასდიოდა
თეთრი ფერის ბოლი.დედიკოს და ბებოს ვფიცავ,
წვავდა ცეცხლის ალი,
მაგრამ არსად გაქცეულა
ჩვენი ჩაიდანი.