სპორტსმენები

ცხენოსანი

რა ცხენი ჰყავს, რა ცხენი,
ვისაც გინდათ, იხილეთ!
რა ვუყოთ, რომ პატრონი
მის მაგივრად ჭიხვინებს!

ტანმოვარჯიშე

ფეხები ცას მივაბჯინე,
მიწას ხელებით შევები,
დღეს გია თუ მეშველება,
ხანდახან მეც ვეშველები!

მორბენალი

ას ნაბიჯზე გარბიან,
ორთქლი ასდით პირიდან;
სულ პირველი ფინიშთან
სანდროს ჩუსტი მივიდა!

ფეხბურთელი

ოსტატი არის ფეხბურთის
და გუნდის კაპიტანია,
თუმცა ჯერ გოლში არც ერთი
ბურთი არ გაუტანია!