ილია სიხარულიძე

ფისო, ფისო

ფისო, ფისო,
ფისო უსინდისო!
მე რომ თევზი მოგაბარე,
მითხარ, სად არისო?
ფისო, ფისო,
ფისო უსინდისო!
შენ ხომ არ შეგიჭამია?
თევზის სუნი გდისო!