შოთა ამირანაშვილი

ზურიკოს ბარათი

- რად ჩაჰყურებ ფანქრით ხელში
ქაღალს აგრე დიდხანს?
- წერილს მივწერ თამუნას და
ბებოს მოვიკითხავ.
- წერა რომ არ შეგიძლია,
როგორ დაწერ, მითხარ?
- არაფერი დაშავდება,
არც მან იცის კითხვა.