შოთა ამირანაშვილი

სინანული

- მაშ, მეორე კლასში უკვე
გადახვედი, შვილო? –
მოეფერა დილით დედა
ცუგრუმელა ნინოს.
- ჰო, დედიკო, გადავედით
ორმოცივე ბავშვი.
ჩვენი მასწავლებელი კი
დარჩა პირველ კლასში.