შოთა ამირანაშვილი

შენ თუ იცი...

დღეს სკოლიდან რომ დაბრუნდა,
იათამზეს ჰკითხა ბენომ:
- შენ თუ იცი, თაგუნები
რამდენ ხანსა ცოცხლობენო?
ჯერ ჩაფიქრდა წამით გოგო,
შუბლზე თითებმიდებული,
მერე უთხრა:
- ეგ ფისოზე
არის დამოკიდებული.