შოთა ამირანაშვილი

შემთხვევა გადასასვლელზე


ცეროდენა ბალღები,
ნათია და მინდია,
კოხტად გამოწყობილან,
სასეირნოდ მიდიან.
გადასასვლელს მიადგნენ,
წითლად ელავს ფარანი,
გამვლელები იცდიან,
არ გადადის არავინ.
მაგრამ ერთი შეხედეთ
ცუგრუმელა პაწიებს,
ააღერეს თავები,
არხეინად გასწიეს.
და უეცრად აღმოჩდნენ
მანქანების ალყაში,
აიარია ქვეყანა,
ატყდა ერთი განგაში.
ბავშვებს საფრთხე ელოდათ,
რაღა დასამალია.
კიდევ კარგი, მძღოლებმა
იყოჩაღეს ძალიან...
ჰოდა, კარგად გახსოვდეთ,
მინდია და ნათია:
გზა ხსნილია, როდესაც
მწვანე შუქი ანთია.