შოთა ამირანაშვილი

საოცრება

იგვიანებ ყოველთვის,
ასე როგორ იქნება!
ბიჭო, განა არ იცი,
სწავლა როდის იწყება?
არა, მასწავლებელო!
საოცრება ხდება,
როდესაც კი მოვდივარ,
დაწყებული მხვდება.