შოთა ამირანაშვილი

პაპა და შვილიშვილი

- სამიანს რომ ვეღარ ასცდი,
ისტორია ასე გიჭირს? –
შეუმოწმა დღიური და
შეარცხვინა პაპამ ბიჭი.
- მაგ საგანში მე ყოველთვის
ხუთიანი მქონდა, ნიკო.
- ეჰ, პაპილო, ისტორია
მაშინ უფრო მოკლე იყო.