შოთა ამირანაშვილი

ნატვრა

- მეც კურდღელივით ვეება
ყურები მქონდეს ნეტავი,
ყველაფერს გავიგონებდი, -
ამბობს კუდრაჭა ნესტანი.
დას გაკვირვებით უყურებს
პაწაწკინტელა ალუდა:
- რას ამბობ, გოგო, იმხელა
ყურებს დაბანა არ უნდა?!