მსუნაგობა
- შოკოლადს კიდევ ავიღებ!
- გაწყენს მაგდენი, დიტო!
- ახლა არ შევჭამ, დილისთვის
მე შევინახავ თვითონ,
ბალიშის ქვეშ რომ ამოვდო,
რა დაშავდება ვითომ?!
- აგრე ჰქენ, ხომ არ გგონია,
მენანებოდეს თითქოს...
როდესაც საწოლ ოთახში
დახედა პაპა თედომ,
ბიჭს ეძინა და ბალიში
სავსე მუცელზე ედო.