შოთა ამირანაშვილი

მშობელთა კრება

- დღეს სკოლაში მშობელთა
კრება არის, მამიკო,
ოღონდ ვიწრო წრისათვის, -
გააფრთხილა ზალიკომ.
- რატომ ვიწრო წრისათვისო,
ეგ როგორღა გავიგო?
- მხოლოდ მასწავლებელი და
შენ იქნებით, მამიკო.