შოთა ამირანაშვილი

მოხერხებული ბიჭუნა

დათოს სურდა მდინარეზე
გაჰყოლოდა გიგის,
მაგრამ დედამ საბანაოდ
არ გაუშვა იგი:
- მუცლის ტკივილს უჩივი და
წყალში ჩასვლას ბედავ?
- არა უშავს, მარტო ზურგზე
ვიცურავებ, დედა.