კვირა რომ არა
იმ დღეს სადღაც გაცივდა და
სიცხე მისცა თამაზს;
სახლში ბებო იყო ხოლმე,
ის ასმევდა წამალს.
კვირას დედამ რომ დაუსხა,
აარიდა პირი,
წამალს ახლოს არ იკარებს,
უარობს და ტირის.
- აჰა, ჩემო კარგო ბიჭო,
ჩემო სანაქებო,
ეს იგივე წამალია,
რომ გასმევდა ბებო.
- ბებოს ხელი უკანკალებს,
ღვრის და ვერა ხვდება,
რომ კოვზიდან დასალევი
არაფერი რჩება.