კუთხე
დღეს პალიკომ ჩაიდინა
საქციელი უხეში,
ჰოდა, მამამ დასასჯელად
დააყენა კუთხეში.
უცებ მამას ხმა მოესმა
ჩუმი, გაუბედავი:
- თუ არსებობს ქვეყანაზე
მრგვალი სახლი, ნეტავი?
- ჰო, არსებობს, მაგის ცოდნა
განა რისთვის გჭირდება?
- მაშ, ვიყიდოთ და იმ სახლში
კუთხე აღარ იქნება.