შოთა ამირანაშვილი

ჯილდო

ბებიამ უთხრა შვილიშვილს,
შენ გამახსენო, იქნება:
- ორს ერთი რომ მივუმატოთ,
ნეტავ რამდენი იქნება?
- სამი, - მიუგო მაშინვე
ბიჭუნამ დაუფიქრებლად.
- ჩემო ჭკვვიანო ზაზული
დაიმსახურე შექება,
ჰოდა, ამისთვის, გეთაყვა,
სამი კანფეტი გერგება.
- მე კი მეგონა, ბებიკო,
რომ ნამდვილ პასუხს ითხოვდი,
ეგ რომ მცოდნოდა, მაშინ ხომ
ათია-მეთქი, ვიტყოდი.