შოთა ამირანაშვილი

გულუბრყვილობა

გულკეთილი ყოფილა
მეზობელი ნანა,
დილას დოლს რომ ვუკრავდი,
მომცა ჯიბის დანა,
დოლში რა ზის, არ გინდა
გაიგოო, განა?