შოთა ამირანაშვილი

გაუგებრობა

- აი ასე გამუდმებით
ორიანს რომ იღებ,
შვილო, იქნებ მასწავლებლის
შეკითხვას ვერ იგებ? –
გაუსინჯა დღიური და
უთხრა მამამ ჯანსუღს.
მან მიუგო:
- არა, მამი,
ის ვერ იგებს პასუხს.