შოთა ამირანაშვილი

ოჰ, ეს ტელევიზორი

- გაკვეთილებს უკეთესად
რომ ამზადებ ახლა, საბა,
თქვი გულწრფელად, ჩემო კარგო,
გეხმარება ვინმე ალბათ.
- არა, მაგრამ, - ამოოხვრით
დაიჩივლა პაწაწინამ, -
ტელევიზორს ვეღარა ვრთავთ,
გაგვიფუჭდა ამას წინათ.